17 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ჟიული შარტავას საფლავზე მივიდა

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი დღეს ჟიული შარტავას საფლავზე მივიდა და პატივი მიაგო. მისი თქმით, შარტავას მკვლელები დაუსჯელები დადიან და როგორც კი ეს ხელისუფლება შეიცვლება, ისინი აღძრავენ საქმეს, მის მკვლელებს ჩამოიყვანენ საქართველოში და პასუხს აგებინებენ .

გარდა ამისა, სოხუმს გამოაცხადებენ საქართველოს კონსტიტუციურ დედაქალაქად და ამით რუსეთის იმპერიას დაუნგრევენ მთელ იმ იდეოლოგიას, რაც ბოლო წლების განმავლობაში შეიქმნა.

"აფხაზეთი დაბრუნებულად ჩაითვლება მაშინ, როდესაც ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას გადავასვენებთ და დავკრძალავთ სოხუმში მთავრობის სახლის წინ, საიდანაც ის აიყვანეს ტყვედ მტრებმა და რამდენიმე წუთში დახვრიტეს, მაგრამ დღესდღეობით, ჟიულის მკვლელები მარჯვნივ და მარცხნივ აძლევენ ინტერვიუებს და აღწერენ მათთვის ამ ისტორიულ ეპიზოდებს," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღეს სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა.

დღის ამბები