"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ლარის კურსის გაუფასურების შედეგად ქვეყანაში გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა და ამ პრობლემის გადაჭრის სამპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა, რომლითაც ლარის კურსის გადარჩენა იქნება შესაძლებელი.
ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს:
1. სწრაფ, კომპლექსურ და სისტემურ ეკონომიკურ რეფორმებს;
2.ხელისუფლების ცვლილებას;
3.მულტისავალუტო რეჟიმს (ლარი/ ევრო საგადასამხდელო საშუალებად შემოღებას).
გიორგი ვაშაძეს მიაჩნია, რომ კრიზისიდან თავის დასაღწევად ასევე საჭიროა მძლავრი რეფორმები და ინვესტიციების მოზიდვა.
"თუ მძლავრი ახალი რეფორმები არ დაიწყო ქვეყანაში, თუ აქტიურად არ ვიმუშავეთ ინვესტიციების მოსაპოვებლად - არაფერი არ შეიცვლება. ინვესტიციები კი ქვეყანაში არ შემოვა თუ ხელისუფლება ისევ იქნება დამსხვრეული ოცნებების პარტიის. რატომ? იმიტომ, რომ ნდობაა ნულოვანი, არანაირი გეგმა და სტრატეგია არ გააჩნიათ, მოქმედებენ სპონტანურად და ზრუნავენ მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.