პარტია "არჩევანი სამშობლოსათვის" ლიდერმა ამომრჩევლებთან შეხვედრა გამართა. ლელა გულედანმა მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა, სადაც უმთავრესად ეკონომიკურ მიმართულებაზე არის ყურადღება გამახვილებული. პოლიტიკოსის განმარტებით, პარტიის მთავარი ამოცანაა იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარება.
"დღეს სიმბოლურად აფხაზეთის დაცემის დღეს დავამთხვიეთ ჩვენი პროგრამის წარდგენა. ჩვენი პროგრამა რა თქმა უნდა ძირითადად დევნილების კონსოლიდაციას ეხება და საერთო ძალისხმევის წარმართვას აფხაზეთისა და სამაჩაბლოსკენ და კონფლიქტების მოგვარება, დევნილების პროგრამების მოგვარება ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაგრამ ამას გარდა ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო 12 პუნქტიანი გეგმა, პროგრამა. ძირითადად ეკონომიკაზე ვაკეთებთ აქცენტებს, ანუ რეგიონალურ და კლასტერულ განვითარებაზე," - განაცხადა ლელა გულედანმა.