17 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
სოსო გიორგაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

პირველი ოქტომბრიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას სოსო გიორგაძე დაიკავებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება უკვე გამოცემულია.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სოსო გიორგაძე 2013 წლიდან მუშაობს. სხვადასხვა დროს ის ხელმძღვანელობდა მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს, შემდგომ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ხოლო 2019 წლის ივნისიდან დღემდე იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებს.

"საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და მისი პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძის გადადგომის შემდეგ, 1-ლი ოქტომბრიდან, სოსო გიორგაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის რანგში საჯარო სერვისების მიმართულების კურატორი იქნება," - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები