17 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
თუ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ომი დიდხანს გაგრძელდება, მთელი რეგიონი ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ კოლაფსში ჩაიძირება - მამუკა არეშიძე

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა არეშიძემ, "დღის კურიერის" ეთერში, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, არსებულ მასშტაბურ დაპირისპირებაზე შეფასებისას განაცხადა, რომ თუ ორ სახელმწიფოს შორის ომი დიდხანს გაგრძელდება,  მთელი რეგიონი ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ კოლაფსში ჩაიძირება. 

"მოვლენები უკვე სახიფათო სახეს იღებს, რადგანაც შეტაკების მასშტაბი საკმაოდ დიდია. კონფლიქტში სერიოზული ძალებია ჩართული. თუ ეს ომი დიდხანს გაგრძელდა, იმას ნიშნავს, რომ უკვე შეუქცევადი პროცესები იქნება და კარგა ხანს ჩაიძირება მთლიანად მთელი რეგიონი ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ კოლაფსში,"- განაცხადა მამუკა არეშიძემ. 

ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირების ზღვარზე, აზერბაიჯანსა სომხეთს შორის ვითარება კიდევ უფრო მწვავდება.

დღის ამბები