პარტიამ "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" ქვემო ქართლის სამივე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
"ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" კორონავირუსის იზოლაციის პაუზის შემდეგ, აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. ჩვენ ძირითადად ვხელმძღვანელობთ კრიტერიუმით - საზოგადოებრივი ნდობითა და პროფესიონალიზმით გამორჩეული კანდიდატები,"- აცხადებს პარტიის გენერალური მდივანი მარიამ ჯაში.
მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში - თამარ ჭონიშვილი, ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის ოლქში კი პარტიის სახელით ამირან კორტი იბრძოლებს.
"არ დავზოგავ ძალას იმისათვის, რომ გარდაბნისა და მარნეულის ნებისმიერი მოქალაქისთვის პარლამენტში პირდაპირი გზამკვლევი ვიყო," - განაცხადა თამარ ჭონიშვილმა.
პარტიის სახელით რუსთავში ილია ლობჟანიძე იქნება წარმოდგენილი. მაჟორიტარობის კანდიდატები პარტიის თავმჯდომარემ ბექა ნაცვლიშვილმა, გენერალურმა მდივანმა მარიამ ჯაშმა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ წარადგინეს.