17 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
მოსყიდვის ფაქტები ხდებოდა მაჟორიტარი დეპუტატების მხრიდან და ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ - ნინო რიჟამაძე

”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” იურისტი, ნინო რიჟამაძე მეოთხე შუალედური ანგარიშის შესახებ საუბრობს, რომელიც სამართლიანმა არჩევნებმა გამოაქვეყნა.  რიჟამაძე ამბობს, რომ იქამდე, სანამ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყებოდა, ორგანიზაციამ საარჩევნო პროცესების მონიტორინგი დაიწყო, რა დროსაც საგანგაშო რაოდენობის ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები გამოიკვეთა,  რაც ნინო რიჟამაძის თქმით, გამოიხატებოდა კანდიდატების მხრიდან სურსათის დარიგებაში, ასევე ამომრჩევლის მიმართ სხვა ტიპის სოციალურ დახმარებებში.

ნინო რიჟამაძის თქმით,  მოსყიდვის ფაქტები მაჟორიტარი დეპუტატების მხრიდან ხდებოდა, თუმცა  მსგავსი ფაქტები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების​ მხრიდანაც იკვეთებოდა. 

"მოსყიდვის ფაქტები ხდებოდა მაჟორიტარი დეპუტატების მხრიდან, რომლებიც ამჟამადაც არიან დეპუტატები და ისინი ხვდებოდნენ მოქალაქეებს და თავს იმართლებდნენ იმით, რომ ისინი ვინაიდან ამჟამად არიან დეპუტატები, ევალებათ მათ მოქალაქეების დახმარება, თუმცა ცალკეულ შემთხვევაში გვქონდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ, ასევე, სურსათის დარიგების მცდელობები, რაც ამომრჩევლის მოსყიდვას გულისხმობს,“ - განაცხადა ნინო რიჟამაძემ.

”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” იურისტი ამბობს, რომ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა დროულად მოახდინონ რეაგირება.

არასამთავრობო ორგანიზაციამ დასკვნა მოამზადა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და ევროკავშირის მხარდაჭერით. დოკუმენტში საუბარია სავარაუდო დარღვევებზე წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში.

დღის ამბები