დღეს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სერგეენკო ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრა დიდგორის ველზე გაიმართა. დავით სერგეენკომ შეკრებილ ახალგაზრდებს საველე პირობებში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის ტრენინგი ჩაუტარა.
დეპუტატობის კანდიდატმა ახალგაზრდებს სპეციალური აღჭურვილობის გარეშე სახვევის დადების, მოტეხილობის შემთხვევაში კიდურის დაფიქსირების და ჭრილობის გადახვევის სიმულაციური ტრეინინგი ჩაუტარა.