17 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
მსხვერპლი გამოჰყავთ აგრესორად, იმიტომ რომ 9 წლის წინ რაღაცას აკეთებდა არასწორად - სერგი კაპანაძე 

ხელისუფლების მოწოდებას, რომ მშვიდ საარჩევნო გარემოზე ოპოზიციამაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, "ღამის კურიერის" ეთერში გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე. მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ ინციდენტებში "ოცნების" ხელისუფლებას მსხვერპლი აგრესორად გამოჰყავს:

"ჩვენ გვესხმიან თავს და ჩვენ რაზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა? ჩვენ ერთ რამეზე ვიღებთ პასუხისმგებლობას, ნამდვილად შემიძლია გითხრათ გარანტირებულად, "ევროპული საქართველო" იღებს ამ პასუხისმგებლობას, რომ ეს მარაზმი, რომელიც მოიტანა ივანიშვილმა, როდესაც ადამიანს ესხმიან თავს, მსხვერპლი გამოჰყავთ აგრესორად, იმიტომ რომ 9 წლის წინ რაღაცას აკეთებდა არასწორად, სულ რომ ეგრე იყოს და 9 წლის წინ ეს ადამიანები რაღაცაში ყოფილიყვნენ დამნაშავე, დღეს, 8-9 წლის მერე მათ წინააღმდეგ აგრესია, რითი მართლდება?

ივანიშვილი წინ აღარ იყურება, დაკარგა ჰორიზონტი, მოეშალა კომპასი, ის იყურება მხოლოდ და მხოლოდ უკან, უნდა ამ ჭაობში დაგვტოვოს და ჩაგვახრჩოს," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დღის ამბები