დღეს "რუსთავი 2" მორიგ სოციოლოგიურ კვლევას გაასაჯაროვებს.
ტელეკომპანიის დაკვეთით ბრიტანული კომპანია Survation განაგრძობს გამოკითხვებს მაჟორიტარულ ოლქებში. კვლევები ჩატარდა თბილისის 2 და რეგიონის 4 ოლქში. მონაცემებს დღეს 9 საათზე, "კურიერის" მთავარ გამოშვებაში წარმოგიდგენთ.
შეგახსენებთ, Survation არის საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია ბრიტანეთიდან. ის ცნობილია, როგორ ერთ ერთი ყველაზე ზუსტი და წარმატებული კომპანია ბრიტანეთის ბაზარზე. მას გააჩნია პოლიტიკური კვლევების გამოცდილება უკანასკნელი რამოდენიმე წლის ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში.
ამჯერად, მან საქართველოში საველე სამუშაოები ჩაატარა 12-19 სექტემბერს. გამოიკითხა 1828 რესპონდენტი 6 ოლქში - საბურთალოს, ისნის, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის, კასპი-გორის, ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს და ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის ოლქებში.