17 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
შს მინისტრო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ჯილიენ სტირკთან შეხვედრა გამართა.

მისიის ოფისი საქართველოს ხელისუფლების მოწვევით, თბილისში 2020 წლის 25 სექტემბერს გაიხსნა. მისი მიზანია 2020 წლის 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვება. 

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ, უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა და ამ მიზნით სამინისტრო აქტიურად არის ჩართული საპარლამენტო არჩევნების მოსამზადებელ პროცესებში.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს მიერ ამ კუთხით უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე. 

დღის ამბები