”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანისთვის საქართველო საუკეთესო ადგილია მოსალაპარაკებლად.
"ეს არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი, საქართველოს აქვს კეთილმეზობლური ურთიერთობა და მეგობრობა გვაკავშირებს ორივე ქვეყანასთან. საქართველო შეიძლება იყოს საუკეთესო ადგილი და პლატფორმა ასეთი სახის მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის. ბუნებრივია, ჩვენ სიამოვნებით ავიღებთ ამ მისიას თუ ამის ინტერესი იქნება,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.