17 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას-სალომე სამადაშვილი

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრს არ ესმის რამდენად რთულია რეგიონში შექმნილი ვითარება საქართველოსთვის, უსაფრთხოების თვალსაზრისით. 

"ნაკლებ დამაჯერებელია, რომ გახარიას ესმის ის სირთულე, რაც დღეს რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არის შექმნილი. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას, მაგრამ არ მგონია, დღევანდელი ხელისუფლება ვინმესთვის იყოს საინტერესო,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირებათან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გიორგი გახარიას თქმით, საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში.

დღის ამბები