17 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
"როლი, რაც ისტორიულად ჩვენს ქალაქს ჰქონდა რეგიონში, მხარეებმა დიალოგისთვის უნდა გამოიყენონ" - ლაშა დარსალია სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ამბობს, რომ საქართველოს როლი რეგიონში მიმდინარე დაპირისპირების მოსაგვარებლად მხარეებმა უნდა გამოიყენონ. დარსალიამ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაზე ისაუბრა - გიორგი გახარიამ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირებათან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელა და აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი პროცესების დარეგულირებას, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში.

"საქართველო, ერთის მხრივ, ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და მეორე - ჩვენ მზად ვართ ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად იყოს გამოყენებული. მათ შორის, ის, რაც გახარიამ თქვა, ის როლი, რაც ისტორიულად ჩვენს ქალაქს ჰქონდა რეგიონში, ეს შესაძლებლობაა საჭიროების შემთხვევაში მხარეებმა დიალოგისთვის უნდა გამოიყენონ,"- განაცხადა ლაშა დარსალიამ.

დღის ამბები