17 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
ჩვენ ვგმობთ და არასდროს ვართ ფიზიკური დაპირისპირების მომხრე - ახმედ იმამკულიევი მარნეულში მომხდარ თავდასხმაზე

პარლამენტის მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" ახმედ იმამკულიევი აცხადებს, რომ თუ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა იციან, ვინ მონაწილეობდა საარჩევნო სპეციალისტის თავდასხმაში და  შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით.

იმამკულიევი აცხადებს, რომ "ევროპული საქართველო" არასდროს არის ფიზიკური დაპირისპირების მომხრე.

"თუ იციან კონკრეტულად ვინ არის, თუ აბრალებენ ოპოზიციას - ესე იგი იციან ვინ არის. ამ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაინტერესდეს "ქართული ოცნების" ამ განცხადებით და თქვას, მოკითხოს ვინ არის კონკრეტულად. მე შემიძლია ოპოზიციის ფლანგზე მყოფი "ევროპული საქართველოს" სახელით ვთქვა, რომ ჩვენ ვგმობთ და არასდროს არ ვართ მომხრე, რომ იყოს ფიზიკური დაპირისპირება," - განაცხადა ახმედ იმამკულიევმა.

შეგახსენებთ, შემთხვევა დღეს დილის საათებში მარნეულში მოხდა, რა დროსაც "ქართული ოცნების" საარჩევნო სპეციალისტს თავს 3 ადამიანი დაესხა. დაზარალებულს ოპერაცია ჩაუტარდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღის ამბები