პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ გახარია ცუდი კრიზისმენეჯრია და სკეპტიკურად არის განწყობილი მის მიმართ.
"საქართველოს პოზიცია ამ კონფლიქტში ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობის მხარდაჭერა. უნდა იყოს ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტური მხარდაჭერა. გახარიას მოლაპარაკება ჩემთვის ღიმილისმომგვრელია. როგორი კრიზისმეჯენერია გახარია ყველამ კარგად ვნახეთ.
მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ გახარიას უნარს, რომ რაიმე სახის საერთაშორისო კონფლიქტში რამე როლს შეასრულებს,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირებათან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გიორგი გახარიას თქმით, საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში.