17 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
გიგი უგულავა ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში ადგილობრივებს შეხვდა

"ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

გიგი უგულავას თქმით, დღეს, როგორც ამ სოფელში, ისე მთლიანად ზუგდიდში მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემებია, არის უიმედობა და უპერსპექტივობა. უგულავამ აღნიშნა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს წარმოადგენს ანაკლიის პორტი, რომელიც ადგილობრივებს მოუტანს სამუშაო ადგილებს და აღმოფხვრის სიღარიბეს.

უგულავამ აღნიშნა, "ევროპული საქართველოს" გეგმით, როგორც ზუგდიდში, ისე მთლიან საქართველოში მოხდება გარდამტეხი ცვლილებები.

"ზუგდიდი ყველაზე მეტად იტყვის თავის ცვლილებების სიტყვას, იმიტომ რომ თუნდაც ანაკლიის შეჩერებული პორტის გამო, ზუგდიდელები აუცილებლად დასჯიან ივანიშვილს, ვინაიდან, სწორედ ეს განცდაა, რომ ივანიშვილმა მათ სასჯელად გააჩერა ეს პორტი. იმიტომ რომ თუ ვინმეს ცხოვრებას შეცვლიდა, პირველ რიგში ზუგდიდელების და მთლიანად სამეგრელოსი, იმიტომ რომ უდიდესი დასაქმების წყარო მოსპო ამ მავნებელმა ხელისუფლებამ,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები