არქიმანდრიტი კირიონი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადება სადაო ტერიტორიებთან დაკავშირებით, იყო მცდარი ნაბიჯი, რაც აზერბაიჯანმა თავის სასიკეთოდ გამოიყენა. - ამის შესახებ მან "დღის კურიერში" განაცხადა.
"იმ წლებში პრობლემა იყო ის, რომ სახელმწიფო საერთოდ არ მისმენდა. მათ ჰქონდათ გარკვეული კურსი, რამაც გამოიწვია დღევანდელი შედეგები. მაგალითად, ქალბატონმა ნინომ დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც 2012 წელს პრესკონფერენციაზე განაცხადა მონასტერულ უდაბნოზე აზერბაიჯანს ეკუთვნისო და საბჭოთა დროიდან მათ ეკუთვნოდათო.
ეს დაუშვებელი ამბავია, ეს ტერიტორია შეუთანხმებელი იყო და მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ აზერბაიჯანს ეკუთვნისო. განცხადებიდან ორ საათში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სპიკერმა დადო განცხადება, რომ როგორც ნინო კალანდაძემ ბრძანა ეს ტერიტორიები კომუნისტების დროიდან ჩვენს ტერიტორიებს წარმოადგენსო.
პრესკონფერენციაზე ნათქვამი მისი სიტყვები იურიდიულ პლანზე გადაიყვანეს. შეუძლებელია ასეთი რამე. მოხელე, რომელიც უნდა იცავდეს ქვეყნის ინტერესებს, ამბობს რომ ეს ტერიტორიები აზერბაიჯანს ეკუთვნისო.
გამოძიებამ უნდა დაადგინოს უნდა დაუთმოს თუ არა საქართველომ ეს ტერიტორიები აზერბაიჯანს. ის მოხელეები, რომლებიც საზღვრებთან იყვნენ შემხებლობაში არაკეთილსინდისიერად ასრულებდნენ საქმეს და ქვეყნის საზიანოდ.
"როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი მაშინ გვქონდა შეხვედრა და მაშინ დაინტერესდა ამ საკითხით. მან, როგორც პრემიერმა, მისი ღირსების ამბად აღიქვა ეს საკითხი. დავამუშავე საკითხი და წარვუდგინე პრემიერს იმდენად არგუმენტირებულად წარვუდგინე თემა, რომ ხელი მოკიდა ამ საკითხს.
შემდგომმა პრემიერებმა ვერ გამოიჩინეს იგივე პრინციპული მიდგომა ამ საკითხებთან დაკავშირებით, როდესაც ირაკლი დაბრუნდა პოლიტიკაში დღეს უკვე აღდგა ჩვენი კავშირები და მან მოახერხა ამ საკითხების ბიძინა ივანიშვილთან მიტანა, რადგან საჭირო იყო დახმარება, ადგილობრივ დონეზე გვინდოდა დახმარება. ბატონი ბიძინა კი დაგვეხმარა და ეს პრობლემა დოკუმენტალურ დონეზე საქართველო-აზერბაიჯანის ამბავი დასრულდა,"- განაცხადა არქიმანდრიტმა.