ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.
საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში გამოკითხულია 1828 რესპონდენტი.
ბრიტანულმა კვლევითმა ორგანიზაციამ საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჭარაშიც ჩაატარა. შეკითხვაზე, დღეს რომ ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში?
83% თითქმის დარწმუნებულია, ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 6%, 50-50 - 9%,არ მივიღებ მონაწილეობას კი, - 2% აცხადებს.
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარულ ოლქში ხმები ასე გადანაწილდა:
ანზორ ბოლქვაძე "ქართული ოცნება" - 65,1%.
მიხეილ ბოლქვაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 21,9%.
ჯამბულ ხოზრევანიძე "ლელო" - 5,3%.
ტარიელ ნაკაიძე "ევროპული საქართველო" - 3,3%.
ზორბეგ ბერიძე "პატრიოტთა ალიანსი" - 1,2%.
მაჟორიტარობის სხვა კანდიდატი - 3,2%.
აჭარის ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას ?
"ქართული ოცნება" - 65,9%.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 19,4%.
გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი" - 4,2%.
"ლელო" - 4,2%.
"ევროპული საქართველო" - 3,0%.
"პატრიოტთა ალიანსი" - 1,0%.
"ლეიბორისტული პარტია" - 0,8%.
"თავისუფალი დემოკრატები" - 0,5%.
სხვა - 1,0%.
სამაუწყებლო კომპანიის დაკვეთით ავტორიტეტული ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია survation გამოკითხვებს აწარმოებს მთელ საქართველოში.
ამჯერად კვლევები, თბილისის ორ და რეგიონების ოთხ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა.
კომპანია Survation-ს პოლიტიკური კვლევების და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარებულია 12-19 სექტემბერს.