ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.
საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში გამოკითხულია 1828 რესპონდენტი.
ბრიტანულმა კომპანიამ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ისნის ოლქშიც ჩაატარა.
ისნის მაჟორიტარულ ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?
კახა კახიშვილი "ქართული ოცნება" - 53,9%.
ხატია დეკანოიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 21,0%.
გიორგი ვაშაძე "სტრატეგია აღმაშენებელი" -15,1%.
დავით ჭიჭინაძე "ტრიბუნა" - 5,5%.
ლანა გალდავა "ლელო" - 2,3%.
სხვა კანდიდატი -2,2%.
პარტიული რეიტინგები იმავე მაჟორიტარულ ოლქში - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?
"ქართული ოცნება" - 55,7%.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 19,7%.
გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი" - 5,8%.
"ევროპული საქართველო" - 4,5%.
"ლეიბორისტული პარტია" -3,5%.
"პატრიოტთა ალიანსი" - 2,9%.
"გირჩი" - 1,9%.
"ლელო" - 1,6%.
"ერთიანი საქართველო" -0,4%.
სხვა პარტიას ანიჭებს უპირატესობას - 4,0%.
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში ?
68% თითქმის დარწმუნებულია, რომ მიიღებს მონაწილეობას. 6% ამბობს, რომ ალბათ მიიღებს მონაწილეობას, 50/50ზე პასუხი აქვს -16%-ს, არ მიიღებს მონაწილეობას ამბობს - 8%, არ ვიცი/ უარი პასუხზე კი,- 2,%.
სამაუწყებლო კომპანიის დაკვეთით ავტორიტეტული ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია survation გამოკითხვებს აწარმოებს მთელ საქართველოში.
ამჯერად კვლევები, თბილისის ორ და რეგიონების ოთხ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა.
კომპანია Survation-ს პოლიტიკური კვლევების და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარებულია 12-19 სექტემბერს.