ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.
საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში გამოკითხულია 1828 რესპონდენტი.
ბრიტანულმა კვლევითმა ორგანიზაციამ საზოგადოებრივი აზრის კვლევა კახეთშიც ჩაატარა. თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში, პასუხები ასე გადანაწილდა :
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მონაწილეობას - 69%
ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 9%
50/50 -18%
არ მივიღებ მონაწილეობას - 4%.
კითხვას, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, ამავე ოლქში უპასუხეს, რომ :
ირაკლი ქადაგიშვილი (ქართული ოცნება) - 52,1%
გიორგი ბოტკოველი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) -38,0%
ზურაბ ჭიაბერაშვილი (ევროპული საქართველო) 7,7%
სოსო პარწიკანაშვილი (პატრიოტთა ალიანსი) -1,0%
და სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი - 1,2%
შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები პროცენტულად ასე გადანაწილდა :
"ქართული ოცნება" - 53,5%
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 34,9%
"ევროპული საქართველო" -3,1%
გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი - 1,9%
"პატრიოტთა ალიანსი" -1,8%
"ლეიბორისტული პარტია" - 1,8%
"ერთიანი საქართველო"- 0,9%
"გირჩი" -0,9%
"ლელო" - 0,4%
სხვა პარტიები -0,8%.
სამაუწყებლო კომპანიის დაკვეთით ავტორიტეტული ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია survation გამოკითხვებს აწარმოებს მთელ საქართველოში.
ამჯერად კვლევები, თბილისის ორ და რეგიონების ოთხ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა.
კომპანია Survation-ს პოლიტიკური კვლევების და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარებულია 12-19 სექტემბერს.