17 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
ეკატერინე ტიკარაძემ და ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორიმ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორიმ, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმის მიზანი, საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება და შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვაა.

"ჯანდაცვის მინისტრმა და ისრაელის ელჩმა საქართველოში ხელი მოაწერეს მემორანდუმს. მემორანდუმი საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს, რათა საქართველოს მოქალაქეებმა ისრაელში უსაფრთხოდ და ლეგალურად იმუშაონ. ეს ის დეტალებია, რომლებიც ჩვენი მოქალაქეებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდება, როცა კონკრეტულად განხორციელების პროტოკოლზე და მექანიზმებზე შევთანხმდებით. ამის შემდეგ კი, მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.

შეგახსენებთ, დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობების გახსნა, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

დღის ამბები