ბრიტანული კომპანია Survation-ის მორიგი კვლევის შედეგების არ სჯერა ოპოზიციას. 6 ოლქში, სადაც კვლევითმა ორგანიზაციამ საველე სამუშაოები ჩაატარა, მმართველი გუნდის კანდიდატები ლიდერობენ.
საბურთალოს, ისნის, ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის, კასპი-გორისა და ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს ოლქებში 1828 რესპოდენტი გამოიკითხა.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ 31 ოქტომბერს "ქართულ ოცნებაზე" უკეთესი მაჩვენებელი ექნება.
ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც Survation-ის კვლევის მიხედვით მესამე ადგილზეა და მას ოპოზიციურ კანდიდატებში "ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძე უსწრებს, "ნაციონალური მოძრაობა" "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაზე კომენტარს დღეს არ აკეთებს, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი კი ამბობს, რომ საზოგადოების განწყობა არჩევნების შედეგებში აისახება.
Survation-ის კვლევის შედეგების გარეშეც, მმართველი გუნდი გამარჯვებაში დარწმუნებულია და აქცენტს ოპონენტების შანსებზე აკეთებს.
პარტიის გენერალური მდივანი ირწმუნება, რომ რომ "ქართული ოცნება" პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, პროპორციულ ნაწილში კი 60%-იან მხარდაჭერას მოიპოვებს.
სამაუწყებლო კომპანიის დაკვეთით ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია survation გამოკითხვებს მთელ საქართველოში აწარმოებს.
საველე სამუშაოები 12-19 სექტემბერს მოიცავს. გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, რესპონდენტის სახლში. რესპონდენტები შეირჩნენ ასაკის, სქესის, გეოგრაფიის მიხედვით, შესაბამისი მაჟორიტარული ოლქების დემოგრაფიულ მაჩვენებლებთან შესაბამისობაში.
გამოიკითხნენ შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში მცხოვრები 18+ ასაკის რესპონდენტები, რომლებიც ხმას აძლევენ საკუთარ მაჟორიტარულ ოლქში. გამოიკითხა 1828 რესპონდენტი 6 ოლქში, დანარჩენი ოლქების შედეგებს " რუსთავის 2" მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად გაასაჯაროებს.