ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სიების წარდგენის ვადა დღეს ამოიწურა. ყველა იმ პოლიტიკურმა სუბიექტმა, რომელიც საარჩევნო მარათონში ერთვება, საკუთარი საარჩევნო სია ცესკოში უკვე დაარეგისტრირა.
"ქართულმა ოცნებამ" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს 150 კაციანი სია წარადგინა.
"ქართული ოცნების" პირველი ნომერი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" სიის სათავეში მომღერალი ბუბა კიკაბიძე.
გიორგი გახარიას საპირწონედ "ქართულ ოცნებას" "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბუბა კიკაბიძე დაუყენა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მმართველი პარტიის სიაში მისი ამჟამინდელი დეპუტაციის ნახევარი ვეღარ მოხვდა.
პარტიების დიდმა ნაწილმა საარჩევნო სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სწორედ დღეს წარაგდინა. სიები ცესკოში საარჩევნო სუბიექტების ლიდერებმა მიიტანეს.
უკვე ცნობილია, რომ საარჩევნო რეგისტრაცია 52 პოლიტიკურმა სუბიექტმა გაიარა.