17 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
დარწმუნებული ვართ, მივაღწევთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც მისაღები იქნება აზერბაიჯანისთვისაც და ჩვენთვისაც - დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით, მოხდება ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც მისაღები იქნება, როგორც აზერბაიჯანისთვის ასევე საქართველოსთვისაც. საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება იმ ახალ მასალებზეც გაამახვილა, რაც მისი თქმით, დავით გარეჯთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციებს ამყარებს.

"ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც კომისიას მუშაობის საშუალებას მისცემს. კომისიის ფარგლებში მოხდება ახალი მასალების განხილვა, რომლითაც გამყარდება ჩვენი პოზიციები და დარწმუნებული ვართ, მივაღწევთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც მისაღები იქნება აზერბაიჯანისთვისაც და ჩვენთვისაც," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

"კურიერის" მიერ მოპოვებულ 1938 წლის რუკის ორიგინალის ფოტოზე კარგად ჩანს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის თითქმის საუკუნის წინანდელი მდგომარეობის შესაბამისი ხაზი. სწორედ ეს დოკუმენტი წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას, რომლის მიხედვითაც ფერდი, რომელზეც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოს საზღვრებშია მოქცეული. ორ მხარეს შორის მოლაპარაკებებში საკითხი, სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

 

დღის ამბები