02 მაისი 2024,   20:12
ვრცლად
"ქართული ოცნების" პროგრამა საკმაოდ ამბიციური გეგმაა - კახა კუჭავა

ოპოზიციის კრიტიკა, რომელიც "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას მოჰყვა მმართველ პარტიაში არ უკვირთ. მათი თქმით, წარდგენილი პროგრამა პროფესიონალების მიერაა მომზადებული და მომავალ არჩევნებში წარმატების მიღწევაში დარწმუნებულები არიან.

"მე ვთვლი, რომ პროგრამა არის ძალიან დიდი მუშაობის და მიღწევების 8 წლის შემდეგ საკმაოდ ამბიციური გეგმა. არავის არ უნდა უკვირდეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ წარმატებებზე, ამას აკეთებდა ნებისმიერი ხელისუფლება, რა იყო და რას მიაღწიეს, ეს არის ძალიან ბუნებრივი ფაქტორი. შეიძლება ძალიან არ სიამოვნებს ბევრს, როდესაც ჩვენ წარსულზე ვსაუბრობთ, თუმცა აუცილებელია, კარგად რომ იქნას აღქმული მიღწევები. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობთ არის ის, რომ მომავალი პარლამენტში, რომელშიც "ქართულ ოცნებას" ისევ უმრავლესობა ექნება, როგორ დავიწყებთ და რამდენად ჩქარი ტემპებით შევძლებთ  ამ პროგრამის განხორციელებას, - აცხადებს ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა.

საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია "ქართულმა ოცნებამ" გუშინ გამართა.

დღის ამბები