17 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას მონახულება ოჯახის წევრებს შეუძლიათ - გიორგი საბედაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას მონახულება ოჯახის წევრებს შეუძლიათ. 

"ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეების ჩართვა მოხდა პროცესში, რომლებმაც პირველ საკითხად დააყენეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მუდმივად მიწოდება ცენტრალური ხელისუფლებისთვის. ოჯახს აქვს ინფორმაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, მოქმედი მექანიზმის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მათ შეუძლიათ მოინახულონ უკანონო პატიმრობაში მყოფი პირი. თუმცა, ოჯახის პრეროგატივა, მისი გადაწყვეტილების საგანს წარმოადგენს. ამ ეტაპზე, ამ მიმართულებით პროცესების განვითარებას ველოდებით.

არ გვაქვს იმის იმედი, რომ პროცესი რამდენიმე დღეში გადაწყდება, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით და იმ აპრობირებული ხაზების გამოყენებით, რომლის საშუალებითაც ყველა უკანონოდ დაკავებული გათავისუფლებული იქნა, ეს უკანონო პატიმრობაც, აღნიშნული პირის გათავისუფლებით დასრულდება, რადგან გვქონდა უფრო მძიმე ქეისებიც, მაგრამ ყველა შემთხვევაში დაკავება გათავისუფლებით დასრულდა,"- განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.

დღის ამბები