გარეჯზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ გაკეთდა ანალიზი, თუ რატომ არ ხდებოდა უფრო ეფექტურად საუბარი მოლაპარაკებებზე.
ზალკალიანის თქმით, ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ მასალებს ბევრი რამ აკლდა.
"პირველ რიგში, გაკეთდა ანალიზი თუ რატომ არ იყო საქართველოს პოზიციები გამყარებული და რატომ არ ხდებოდა უფრო ეფექტურად ჩვენი პოზიციებით საუბარი მოლაპარაკებებზე.
სწორედ ამ ანალიზის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ ბევრი რამ აკლდა მასალებს, მათ შორის კარტოგრაფია და ექსპერტული დასკვნები.
ამიტომ, ამ მიმართულებით გავააქტიურეთ მუშაობა და 7 თვის განმავლობაში ბევრი ახალი კარტოგრაფიული მასალა მოვიპოვეთ, რომელიც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. ჩვენი ანალიზი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ის შეთანხმებები, რაც 2006-2007 წელს კომისიის შემადგენლობამ მიიღო, შესაძლოა გადაიხედოს," - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.