მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლის მსურველი მუსიკოსები, მომღერლები, სპორტსმენები, ცნობილი ადამიანების შთამომავლები და გენერლები.
რა უნდა აკეთონ საკანონმდებლო ორგანოში - ამ კითხვაზე "კურიერს" თავად კანდიდატები პასუხობენ. დედაშვილობა და მამაშვილობა ქართულ პოლიტიკაში და ერთი პარტიიდან მეორეში მოხეტიალე პოლიტიკოსები.
"ქართული ოცნება" ერთადერთი არ არის, ვინც კულტურის სფეროს წარმომადგენლები სიაში შეიყვანა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" გუშინ ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და სიის სათავეში ბუბა კიკაბიძე ჩაწერა.