17 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
​"ქართული ოცნების" განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე - ოპოზიციისთვის "ოცნების" გეგმა საარჩევნო პოპულიზმია

"ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობას ამცნო, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს დაწერს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი მათ მესამედაც ენდობა. წინსწრებით გამოთქმული ამბიცია ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ორმხრივი მზაობით ახსნა და ისტორიულიც უწოდა.

დავით ზალკალიანი "კურიერს" უყვება, რომ საკითხზე რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში პრემიერმაც ისაუბრა. დიპლომატი თვლის, რომ ევროკავშირი პოზიტიურ სიგნალებს გზავნის და მთავარია, ასეთივე ნაბიჯებიც გადადგას.

ოპოზიციისთვის "ოცნების" გეგმა ცარიელი განაცხადია, თან წინასაარჩევნო. მათ არ სჯერათ, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში თბილისი ბრიუსელში გარღვევას მოახდენს და ყველაფერს საარჩევნო პოპულიზმს უკავშირებენ.

რაც შეეხება წევრობის განაცხადს, ამაზე ოპოზიციის ნაწილი ისედაც წლებია საუბრობს და მიესალმება კიდეც, შესაბამისად, მთავრობაში მოსვლის შემთხვევაში მათაც სერიოზული გეგმები აქვთ.

მმართველ გუნდში უარყოფენ, რომ გადაწყვეტილება ამომრჩევლის გულის მოგების მიზნით გაკეთდა. მათი თქმით, დასავლურ გეზში ახალი მუხტის გასაჩენად ფუნდამენტი შექმნილია.

2021 წლის მარტში პრაღაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი უნდა გაიმართოს. იმაზე, რომ სამიტი გარდამტეხი შეიძლება აღმოჩნდეს, თბილისშიც თანხმდებიან. 

დღის ამბები