17 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხზე კომისიის ყოფილი წევრი ივერი მელაშვილი უკვე ხუთი საათია იკითხება

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხზე უკვე ხუთი საათია პროკურატურაში დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების გამოკითხვა მიმდინარეობს.

საგამოძიებო უწყებას კითხვები აქვს ნატალია ილიჩოვასთან, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელია და კომისიის კიდევ ერთ ყოფილ წევრთან, ივერი მელაშვილთან, რომელიც ამჟამად საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს.

კითხვები ეხება მათ ოფისებსა და საცხოვრებელ ბინებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ დოკუმენტაციას.

მათ შორის არის 1938 წლის რუკა, რომელზეც დავით გარეჯის ტერიტორია საქართველოს საზღვრებშია მოქცეული. 

დემარკაციის კომისიის ყოფილმა წევრმა ნატალია ილიჩოვამ უკვე დატოვა პროკურატურა, თუმცა მას ჟურნალისტებთან არ უსაუბრია.

დემარკაციის კომისიის ყოფილმა წევრმა ივერი მელაშვილმა პროკურატურაში შესვლამდე ვრცლად ისაუბრა იმ შეთანხმებაზე, რომელიც 2006-2007 წლებში შედგა.

"მე ვფიქრობ, რომ ეს დაკავშირებულია არჩევნებთან. ეს აგორებული სიბინძურე, რასაც ერთ დიდ ტალახს ვეძახი, ვიღაცის დადანაშაულება სახელმწიფო ღალატში არის კომისიის წევრებზე გადმოსროლილი,"- განაცხადა ივერი მელაშვილმა.

დღის ამბები