"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი "ღამის კურიერის" ეთერში წამყვანის კითხვას - თუ ვინ დაიწყო 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომი - უპასუხა, რომ საქართველო თავის ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდა.
ანზორ ბიწაძე "რუსთავი 2-ის" ეთერში აღნიშნავს, რომ ომი რუსეთის ფედერაციამ დაიწყო და ის, ამის მომსწრე იყო. თუმცა, მისივე განცხადებით, საქართველოს ჰქონდა იმის შანსი, რომ 8 აგვისტოს ომი თავიდან აეცილებინა.
"ჩემი შეფასება აბსოლუტურად ცალსახაა ამასთან დაკავშირებით - ჩვენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ომს ვერ დავიწყებდით. ჩვენ არ შევჭრილვართ ჩრდილოეთ კავკასიაში. ძალიან ხშირად საუბრობენ ხოლმე, ძალიან ბევრ ჰგონია, რომ ჩვენ თითქოს მოგვერიდება რაღაცის თქმა, ის, რაც არის აბსოლუტური სიმართლე.
მე ვიყავი იქ 2008 წელს, მე ვიყავი 2008 წლის 8 აგვისტოს გორის რაიონში და მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩემი ქვეყანა ჩემს ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდა.
ომი, რა თქმა უნდა, დაიწყო იმან, ვინც შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში, გასაგებია, რომ ეს იყო რუსეთის ფედერაცია და მე ძალიან მიკვირს რატომ ჰგონიათ, რომ შემეშინდება, ან გავუფრთხილდები ამის თქმას. იმიტომ, რომ მადლობა, რომ თქვენ ეს აღნიშნეთ, თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც სხვათა შორის, პირველად, თუ არ ვცდები, გაუსვა მედია სივრცეში ხაზი, რომ მე ამ მოვლენების მონაწილე ვიყავი. ამ ყველაფერს ვუყურებდი ჩემი თვალით. რა თქმა უნდა, ჩემი პოზიცია არის ცალსახა, თუმცა ვთვლი, რომ შესაძლებელი იყო და ჩვენს ქვეყანას ჰქონდა შანსი, რომ ეს თავიდან აგვეცილებინა და საქმე აქამდე არ მისულიყო," - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.