17 ნოემბერი 2024,   19:47
ვრცლად
მე პატრიარქს ვუთხარი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის შესაწყალებელი არაფერი მჭირდა - გიგლა ბარამიძე

"ერთიანი საქართველოს" გენერალური მდივნმა გიგლა ბარამიძემ "ღამის კურიერის" ეთერში იმ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც მას ქვეყნიდან წასვლა მოუხდა.

როგორც ბარამიძემ განაცხადა, მაშინ საქართველოს პატრიარქმა შესთავაზა დახმარება, თუმცა მან ამაზე უარი განაცხადა.

"მე ვიყავი ერთ-ერთ ქვეყანაში ძებნილი და დევნილი, რომელსაც პატრიარქი ეწვია, მე მას, რა თქმა უნდა, ვეახელი, როგორც მრევლის წევრი. იქ გაჩნდა საკითხი და მომმართა, გიგლა თუ გსურს, მე შემიძლია ვთხოვო მიხეილ სააკაშვილს შენი შეწყალების შესახებო.

ჩემი პასუხი იყო-უწმინდესო მე სააკაშვილისგან და "ნაციონალური მოძრაობისგან" შესაწყალებელი არაფერი მაქვს, უღრმესი მადლობა. მას შემდეგ, ჩემი დევნილობა კიდევ 5 წელი გაგრძელდა და მთლიანობაში 9 წელი მოიცვა,"- განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

დღის ამბები