17 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
არ შევაგინებ არც პუტინს და არც სხვას, არ ვეტყვი შე ოკუპანტოთქო, ასე არ დავიწყებ დიალოგს და მივაღწევ კიდეც შედეგს - ნინო ბურჯანაძე

"ღამის კურიერის" ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ რუსეთი ნამდვილად ოკუპანტია.

"კი, რუსეთი ოკუპანტია და ეს კიდევ გავიმეოროთ? მე თქვენ დამიწერეთ გადაცემის ბოლომდე რამდენჯერ გავიმეორო ეს ფრაზა და ვიტყვი.

ზუსტად იმიტომ, რომ არ ვიგინები და ვარ დიპლომატი არ შევაგინებ არც პუტინს და არც სხვას. მოლაპარაკებაზე ჩასული კი არ ვეტყვი შე ოკუპანტოთქო ასე არ დავიწყებ დიალოგს და მივაღწევ კიდეც შედეგს.

ვინც იძახდა ოკუპანტი, ოკუპნატიო, ქვეყნიდან არის გაქცეული და საქართველოს ტერიტორიის 20% დაკარგულია,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები