უნდა იყოს თუ არა საქართველო NATO-ს წევრი? - "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე" "ღამის კურიერში" აცხადებს, რომ დღესდღეობით ეს არარეალისტურია, როდესაც რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.
"არ ვიცი, დღესდღეობით, ეს არარეალისტურია და დღესდღეობით, როდესაც რუსეთის ბაზები დგას საქართველოს ტერიტორიაზე, ეს არის საქართველოსთვის საფრთხე. მე არ ვიცი რა იქნება რა იქნება 20 ან 10 წლის შემდეგ, ასე რომ მიზანი უნდა იყოს არა რომელიმე ორგანიზაციაში გაწევრიანება, არამედ, მიზანი უნდა იყოს ის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, საქართველო იყოს რეალურად სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო, ევროპული ტიპის დემოკრატია და ამ მიზნით ჩვენ უნდა ვიმუშაოთ.
რატომ უნდა იყოს საქართველო NATO-ს წევრი? რამე ვალდებულება გვაქვს? საქართველოს სტრატეგიული მიზანი და ამოცანა ჩემთვის არა რომელიმე ორგანიზაციაში გაწევრიანება, არამედ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და დემოკრატიულობა.
უბლოკო სტატუსი ნიშნავს იმას, რომ მე საქართველოს ტერიტორიაზე არ მინდა უცხო ქვეყნის ჯარი იყოს, რუსეთის ჯარი ამ შემთხვევაში, რომელიც უკანონოდ არის საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც უნდა გავიდეს და ჩემი ამოცანა არის და იქნება, ვიდრე ეს ჯარი ტერიტორიაზე დგას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გათავისუფლდეს ამ უცხო ქვეყნის ჯარისაგან და ყველას მეზობელთან, მათ შორის რუსეთთანაც, იყოს ნორმალური ურთიერთობა," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.