17 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
ნინო ბურჯანაძე სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობას მხარს არ დაუჭერს, თუმცა ფართო კოალიციურ მთავრობაში ყოფნას არ გამორიცხავს

"ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ თუ იქნება ფართო კოალიცია ოპოზიციური პარტიების, მათ შორის, ერთ-ერთი მისი პარტიაც იქნება. ბურჯანაძე ამბობს, რომ კონკრეტულად რომელიმე პარტიასთან კოალიციაში ყოფნის სურვილი არ აქვს.

"როგორ შედგება ეს კოალიცია, ეს არის დამოკიდებული საქართველოს მოსახლეობაზე. მე არავინ არ მინდა ესე კონკრეტულად კოალიციაში რომ იყოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვისაც ქართველი ხალხი აირჩევს, ის ძალები იქნებიან კოალიციაში. მე არც ერთ შემთხვევაშ არ ვაპირებ, რომ კოალიციაში ვიყო და შევუქმნა კოალიცია ბიძინა ივანიშვილს, თუ მას ჩემი ხმები დასჭირდება, იმიტომ რომ ეს არის ფეოდალური მმართველობა და მე ამის ხელშეწყობას არ ვაპირებ. ასევე არ ვაპირებ არც ერთ შემთხვევაში მარტო "ნაციონალურ მოძრაობასთან" ან რომელიმე პარტიასთან კოალიციის შექმნას და მით უმეტეს სააკაშვილის პრემიერ - მინისტრობისთვის მხარის დაჭერას. მარგამ თუ იქნება ფართო კოალიცია ოპოზიციური პარტიების, მათ შორის, იქნება ლელო, "ნაციონალური მოძრაობაც", "ევროპული საქართველოც", "თავისუფალი საქართველოც", ჩვენი პარტიაც, "ლეიბორისტული პარტია" და ა.შ. თუ ეს პარტიები იქნებიან, რა თქმა უნდა, მეც ვიქნები ერთ-ერთი ამ კოალიციის შემადგენლობაში," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

 

 

 

 

 

დღის ამბები