17 ნოემბერი 2024,   19:59
ვრცლად
სოფლებში იგებენ და თქვენ ინგლისში და საქართველოს ტელევიზიაში ნამუშევარ ადამიანს რატომ არ გესმით? - ნინო ბურჯანაძემ "ღამის კურიერის" წამყვანს მიმართა

"სოფლებში იგებენ და თქვენ ინგლისში და საქართველოს ტელევიზიაში ნამუშევარ ადამიანს რატომ არ გესმით?" – "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა "ღამის კურიერის" ერთ-ერთ წამყვანს მიმართა. 

ნინო ბურჯანაძემ ეს ფრაზა შემდგომ განმარტა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, მას სოფლის მოსახლეობა სწორად გაუგებს და რომ ჩვენი მოსახლეობის ინტელექტუალურ უნართან დაკავშირებით მას არანაირი კითხვები არ გააჩნია.

"მე არა მაქვს ნამდვილად არანაირი კითხვის ნიშანი ჩვენი მოსახლეობის ინტელექტუალურ უნართან დაკავშირებით. მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ სტანდარტი და მოთხოვნა შეუძლებელია იყოს ერთი და იგივე ადამიანის მიმართ, რაც არ უნდა განათლებული და კულტურული იყოს და ასეთი ძალიან ბევრია ჩვენს სოფლებში და საქართველოს წამყვანი ტელეკომპანიის, ხელმძღვანელის და წამყვანი ჟურნალისტის მიმართ, რომელიც მუშაობდა BBC-ში, შეუძლებელია ერთი და იგივე სტანდარტი იყოს ჩემთან და ჩემს კოლეგებთან მიმართებაში იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პროფესიონალი პოლიტიკოსები და თუნდაც ყველაზე განათლებული გლეხის ან პედაგოგის მიმართ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი პროფესიაა და ჟურნალისტის პროფესია გულისხმობს იმას, რომ ნახევარი წუთის წინ, რომ გიპასუხებენ, ის აღარ ჰკითხო მეასედ. დარწმუნებული ვარ, რომ სოფლის მოსახლეობა მე ამ სიტყვებისთვის საყვედურს არ მეტყვის," - განაცხადა "ღამის კურიერის" ეთერში ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები