17 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
"იმიტომ დაგვჭირდა ამ ჩანაწერის გაკეთება პროგრამაში, რომ ჩვენ ვართ კონსერვატიული ქვეყანა" - ზვიად ძიძიგური ლგბტ თემისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ 

რატომ არის ხაზგასმული "საქართველოს კონსერვატიული პარტიის" წინასაარჩევნო კლიპში ლგბტ თემის და  ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხი - ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ საქართველო კონსერვატიული ქვეყანაა და დაცული უნდა იყოს ტრადიციები.

"საქართველო არის კონსერვატიული ქვეყანა  და კონსერვატიულ ქვეყანაში უნდა ვითარდებოდეს ჩვენი ქვეყანა ისე, რომ ჩვენი ტრადიცია, ჩვენი კულტურა, ჩვენი ოჯახი, ჩვენი მართლმადიდებლობა უნდა იყოს დაცული. კონსტიტუციაში რატომ ჩავწერეთ თქვენი აზრით ქალისა და მამაკაცის ერთობა რომ არის ოჯახი და არ დავუშვათ ორი ერთი სქესის ადამიანის ერთობა?

საქართველოს პარლამენტში როდესაც იყო კონსტიტუციაზე კენჭისყრა, იმის გამო, რომ სწორედ ოჯახის დეფინიციის ეს ჩანაწერი გახლდათ კონსტიტუციაში, რიგმა დეპუტატებმა არ დაუჭირეს მხარი პროტესტის ნიშნად. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ საქართველოს პარლამენტში უფრო მეტი ლიბერალი იქნება, ვიდრე კონსერვატორი, მაშინ თქვენ ნახავთ ეს თემა არის აქტუალური თუ არა. იმიტომ დაგვჭირდა ამ ჩანაწერის გაკეთება პროგრამაში, რომ ჩვენ ვართ კონსერვატული ქვეყანა, უნდა ვიცოდეთ, როგორი ტიპის საფრთხე გველოდება. საქართველოს პარლამენტი არის საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც შეუძლია ეს რაღაცები დააკანონოს,“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. 

დღის ამბები