17 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
თითოეულ მოქალაქეს აქვს არჩევანი - საქმის მკეთებლების გუნდი - "სტრატეგია აღმაშენებელი" დღეს პარტიული სიის ოცეულს წარადგენს

პატიოსნება, სუფთა წარსული და ქვეყნის სიყვარული - ეს ის კრიტერიუმებია, რითაც, როგორც გიორგი ვაშაძე ამბობს, "სტრატეგია აღმაშენებლის" კანდიდატები შეირჩევიან.

დღეს პოლიტიკური ძალა პარტიული სიის ოცეულს წარადგენს. პარტიის ლიდერის თქმით, სია დაკომპლექტებული იქნება როგორც ძველი, ისე ახალი სახეებით.

"ეს არის საქმის მკეთებელთა გუნდი. თითოეული მათგანი შერჩეულია სამი კრიტერიუმით: პროფესიონალიზმი, პატიოსნება, სუფთა წარსული და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამშობლოს სიყვარული. ეს არიან ადამიანები, რომლებმაც გადადგეს პოლიტიკისკენ ნაბიჯი იმისთვის, რომ მიიღონ ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობა. ზოგიერთ მათგანს თქვენ უკვე იცნობთ, ზოგს დღეს გაიცნობთ. თითოეულ მოქალაქეს აქვს არჩევანი - საქმის მკეთებლების გუნდი, თუ ფულის მკეთებელთა გუნდი, რომელიც დღეს არის ქვეყანაში. დიახ, ეს არის არჩევანი, "სტრატეგია აღმაშენებელსა" და დამსხვრეული ოცნებების პარტია შორის ეს ფუნდამენტური განსხვავებაა,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები