მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები საკუთარი პარტიის შტაბთან შეიკრიბნენ და 29 სექტემბრის ინციდენტის მონაწილეების დასჯა მოითხოვეს. ისინი საკრებულოს თავმჯდომარის ამირან გიორგაძის გასამართლებას ითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ სწორედ ის იყო ძალადობის წამქეზებელი.
ოპოზიციის წევრების ამ მოთხოვნას პარლამენტის მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ”ქართული ოცნებიდან" გამოეხმაურა.
ზაურ დარგალი ამბობს, რომ ამირან გიორგაძე დაპირისპირების დროს მხარეებს აშველებდა, თუმცა,, მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, გიორგაძე მზად არის გამოიკითხოს.
პარლამენტის მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ”ქართული ოცნებიდან” მარნეულში მომხდარი დაპირისპირებაში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს.
"ის ჩხუბი და ყველაფერი, რაც მოხდა, ორგანიზებული იყო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. რომ მეუბნებით, რომ ორგანიზებული იყო სხვა პირის მხრიდან, ეს არის სიცრუე. ეს ყველაფერი ორგანიზებული და კარგად ორგანიზებული იყო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ეს იყო უმძიმესი პროვოკაცია. სამწუხაროდ მოხდა ის, რაც მოხდა,“ - აცხადებს ზაურ დარგალი.