20 აპრილი 2024,   18:19
ვრცლად
პოლიტიკურმა მოძრაობამ "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა" საარჩევნო სიის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

პოლიტიკურმა მოძრაობამ "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა" საარჩევნო სიის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მოძრაობის თავმჯდომარის, მალხაზ გორგასლიძის თქმით, სიაში პარტიაში მყოფი გამოცდილი პოლიტიკოსების გარდა, წარმოდგენილნი არიან ახალი სახეები. 

"შერჩევა მოხდა ორი კრიტერიუმით, ეს არის ეროვნული მოძრაობის წინაშე დამსახურება და მეორე, ეს არის ახალგაზრდები, რათა ეროვნულ მოძრაობაში მოხდეს ახალი ძალის, ახალი სისხლის შემოსვლა და ჩვენ ვაპირებთ, ერთმანეთს შევუხამოთ ის მიღწევები და ის პოლიტიკური ბერკეტები, რაც დატოვა ეროვნულმა ხელისუფლებამ ქვეყნის სიძლიერისთვის და თანამედროვე გამოწვევას მორგებული ახალი ბერკეტები,“ - განაცხადა მალხაზ გორგასლიძემ. 

დღის ამბები