აზერბაიჯანი არ საჭიროებს არც მოხალისეებს და არც ჰუმანიტარულ ტვირთს, ამის შესახებ აზერბაიჯანის საელჩოს განცხადებაშია საუბარი.
დიპლომატიური მისია საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელებს განუმარტავს, რომ ამჟამად აზერბაიჯანის ჯარი ასრულებს თავის მოვალეობას ყარაბაღის ომში და გარე დახმარება არ სჭირდება.
გარდა ამისა, საელჩო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას, დაემორჩილონ ქართულ კანონებს.
“არსებულ ვითარებაში მოგიწოდებთ, რომ გაგებით მოეკიდოთ მდგომარეობას, გამოიჩინოთ სიფხიზლე, არ წამოეგოთ შესაძლო პროვოკაციებს და იმოქმედოთ საქართველოში მიღებული ნორმებისა და კანონების ფარგლებში,”, – აცხადებს საელჩო.