17 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
რუსეთია, მგელია, ოკუპანტია, არ იხდის და ასეთი დამოკიდებულება აქვს საერთაშორისო გადაწყვეტილებების მიმართ - გია ვოლსკი

რუსეთის ფედერაციას ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე კომპენსაციის გადახდის ვადა 2020 წლის 12 ნოემბრამდე გაუხანგრძლივდა. 

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, რუსეთს ასეთი დამოკიდებულება აქვს საერთაშორისო ვალდებულებების მიმართ, თუმცა, ბრძოლა ღირს. 

"რუსეთია, მგელია, ოკუპანტია, არ იხდის და ასეთი დამოკიდებულება აქვს საერთაშორისო გადაწყვეტილებების მიმართ. აქ მნიშვნელობა იმას აქვს, რომ მსოფლიომ არ შეანელოს რუსეთის მიმართ ინტენსიური ზეწოლა, მათ შორის ამ საკითხებთან მიმართებაში. ეს არის ერთ-ერთი მხოლოდ ფრაგმენტი ამ დიდი ბრძოლისა და ვფიქრობ, ბრძოლად ღირს,"- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციას 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია 1500 ქართველისთვის 2019 წლის აპრილში უნდა გადაეხადა, რაც რუსეთმა არც პირდაპირი და არც შუამავლითი გზებით არ განახორციელა.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ფედერაცია ამჯერადაც უარს იტყვის 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებაზე, სტრასბურგი წლის ბოლოს შუალედურ რეზოლუციას მოამზადებს და ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ პროცედურებს დაიწყებს, მანამდე კი რუსეთს ყოველ გადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.

დღის ამბები