04 მაისი 2024,   17:46
ვრცლად
სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი არჩილ თალაკვაძესთან ერთად სტუდენტებს შეხვდა

სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი არჩილ თალაკვაძესთან ერთად სტუდენტებს შეხვდა. მათი ინფორმაციით, წელს სამგორის რაიონში სკოლა 2462 მოსწავლემ დაამთავრა, საიდანაც 100%-იანი გრანტი 48 მოსწავლემ მოიპოვა, ხოლო 70%-იანი კი 118-მა.

"ეს არის ორი თაობა, რომელიც ქმნის წარმატებას ქვეყანაში და რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს პროგრესული მომავალი. ჩვენ ვისაუბრეთ გეგმებზე, რომლებიც გვაქვს განათლების სფეროში და რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ახალგაზრდებთან იმ სამ მნიშვნელოვან პრიორიტეტზე, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და უფრო მეტი ენერგიით განვაგრძობთ მომავალში. ეს არის განათლება მათთვის, ეს არის დასაქმება, პირველი სამუშაო, სამსახური და ეს არის რეკრეაცია, სპორტი და გართობა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ახალგაზრდისთვის.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროექტები, გვაქვს ხედვა და ახალგაზრდებთან ერთად, ვაპირებთ გავაგრძელოთ მომავალში. ახალგაზრდობა არის ქვეყნის მომავალი და ჩვენ ახალგაზრდებთან ერთად ვხედავთ მომავალი განვითარების პროცესს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები