"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში ადგილობრივებს სოფელ მარტყოფში შეხვდა. შეხვედრა კარდაკარის პრინციპით გაიმართა. ირმა ნადირაშვილმა მათ პარტიის გეგმა გააცნო.
"აუცილებელია ძირეული ცვლილებები, გარდამტეხი ცვლილებები, იმიტომ, რომ ეს სოფელი, ისევე როგორც ძალიანი ბევრი სოფლის მოსახლეობა ივანიშვილის მთავრობამ მიატოვა. ხალხი გაღარიბდა, ცხოვრობენ გაჭირვებაში და ვფიქრობ 31 ოქტომბრის შემდეგ, ამ ხალხისთვის ახალი შესაძლებლობები გაიხსნება,"-აცხადებს პარლამენტის რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" ირმა ნადირაშვილი.