17 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
ნათია თურნავამ აშშ-ის კომერციის მდივნის მოადგილე ჯოზეფ სემსართან ონლაინ შეხვედრა გამართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ის კომერციის მდივნის მოადგილე ჯოზეფ სემსართან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც განხილული იქნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის მომავალი გეგმები.

ონლაინშეხვედრისას აღინიშნა, რომ აშშ საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე ქვეყანაა და მის მიერ წლების განმავლობაში საქართველოსთვის გაწეულმა დახმარებამ და განხორცილებულმა პროექტებმა სხვადასხვა მიმართულებით უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკად ჩამოყალიბების გზაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ აშშ გლობალური პანდემიის დროსაც ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ინვესტორ ქვეყნად რჩება - 2020 წლის ორი კვარტლის მდგომარეობით, უმსხვილეს პირდაპირ ინვესტორ ქვეყნებს შორის აშშ-ს მე-3 ადგილი უკავია. აღინიშნა, რომ აშშ ასევე წარმოადგენს საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორს და ბოლო წლების განმავლობაში შედიოდა პირველ ათეულში სავაჭრო ბრუნვის, ექსპორტისა და იმპორტის მიხედვით.

დღის ამბები