17 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას მასთან დებატები აშინებს

უმუშევრობა, სიღარიბე, კრიმინალის ზრდა - ეს ის თემებია, რომელზე სასაუბროდაც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი პრემიერ-მინისტრს დებატებში იწვევს.

გიორგი ვაშაძის განმარტებით, წილისყრის მეთოდით ჩანიშნულ დებატებზე გიორგი გახარიას მისვლის ვალდებულება აქვს.

მისივე თქმით პრემიერი მწვავე კითხვებს თავს არიდებს და კონკრეტული პასუხი დებატებში მონაწილეობაზე ამ დრომდე არ აქვს.

"ბატონ გახარიას ეშინია ამ დებატების და მისი თანაპარტიელები ამ საკითხთან დაკავშირებით გაურკვეველ განცხადებებს ავრცელებენ. ბატონო გახარია, თქვენ ვალდებული ხართ მოხვიდეთ და არა უფლება გაქვთ, რომ მოხვიდეთ. თქვენ თქვენსავე მახეში გაებით, გეგონათ, რომ წილის ყრას ჩაატარებდითმოხვდებოდით გაუგებარ პარტიებთან ერთად, მაგრამ არ გამოგივიდათ, არსებობს ღმერთი და ასე მოხდა, ამიტომ უნდა მოხვიდეთ ამ დებატებში, სადაც იქნება საუბარი სიმართლეზე,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები