პიანისტი და "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წევრი ელისო ბოლქვაძე აცხადებს, რომ ის 2012 წლიდან მმართველი გუნდის მხარდამჭერი იყო.
ბოლქვაძე ამბობს, რომ პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა, რადგან მიაჩნია, რომ საკუთარი გამოცდილებით ქვეყანას დაეხმარება.
"მე ვიყავი ყოველთვის "ოცნების" მხარდამჭერი, იმ დღიდან, როდესაც "ოცნება" 2012 წლიდან მოვიდა საქართველოში და ახლა თანდათანობით, ბათუმის ფესტივალთან დაკავშირებით, მე ყოველთვის მქონდა ურთიერთობა მინისტრებთან და ასე შემდეგ, რადგან ეს არის სახელმწიფო პროექტი და ვფიქრობ ის, რომ იუნესკოს მშვიდობის ელჩი გავხდი მსოფლიოში, კიდევ ერთი იმპულსი იყო, რომ უკვე პოლიტიკურ ასპარეზზე ჩემი თავი დამენახა. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილებით, ჩემი შემართებით, შემიძლია დავეხმარო ჩემს ქვეყანას უკეთესი მომავლისკენ," - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.