პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" თავმჯდომარემ, ბექა ნაცვლიშვილმა გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ქურთიაშვილი წარადგინა. ბექა ნაცვლიშვილის თქმით, მაჟორიტარობის კანდიდატი კარგად იცნობს რეგიონში არსებულ პრობლემურ საკითხებსა თუ გამოწვევებს.
"ქალბატონი ელენე არის არაჩვეულებრივი კანდიდატი, დიდი შენაძენი ჩვენი გუნდისთვის და ძალიან გვიხარია, რომ სწორედ ჩვენი დროშის ქვეშ იბრძოლებს კახეთისთვის - დედოფლისწყარო, სიღნაღის, გურჯაანისა და საგარეჯოსთვის," - აცხადებს "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი.