17 ნოემბერი 2024,   19:56
ვრცლად
ნებისმიერ თემაზე, რაზეც კრიტიკას ვერ ახერხებენ, ამბობენ, რომ ეს არის წინასაარჩევნო მოსყიდვა - მამუკა მდინარაძე

ზრუნვა ქალაქის გამწვანებაზე თუ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია- არჩევნებისთვის უთანასწორო ბრძოლაზე პოლიტიკური პარტიები მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც თბილისის მერიას "ქართუ" ჯგუფმა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია ცენტრალური პარკისთვის უსასყიდლოდ გადასცა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია რაზეც კრიტიკას ვერ ახერხებს, წინაასაარჩევნო ქმედებებად აღიქვამს, რადგან, მისი თქმით, ოპოზიციას არ სურს დადებით მხარეებზე საუბარი.

არჩევნებისთვის უთანასწორო ბრძოლაზე პოლიტიკური პარტიები მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც თბილისის მერიას "ქართუ" ჯგუფმა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია ცენტრალური პარკისთვის უსასყიდლოდ გადასცა.

"ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, რაზეც კრიტიკას ვერ ახერხებენ, ამბობენ, რომ ეს არის წინასაარჩევნო მოსყიდვა და ათასგვარ სისულელეს აკეთებენ. ამ ადამიანებს კარგი არ უხარიათ. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ეს ტერიტორია გამოისყიდა და ამაზე საუბარი არავის უნდა,"- განაცხადა მამაუკა მდინარაძემ.

დღის ამბები